საანგარიშო კონცერტი

2018-06-08 20:11:31

რუსთავის დაარსების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის რუსთავის ხელოვნების სკოლაში გაიმართა.

"ჩემს ქალაქში გაბნეული ჰანგები" - ასე ერქვა ღონისძიებას, რომელშიც ანსამბლი „გროს ოქტეტისი“ და სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მუსიკოსებმა დამსწრე საზოგადოებას ერთობლივი საკონცერტო ნომერები წარუდგინეს.

საღამოს ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე ვაჟა აზარაშვილი, ცნობილი გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი, მუსიკოსები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.