ჯომარდობის დროს სამი ადამიანი დაიღუპა

2018-06-08 15:28:50

აჭარაში ხელვაჩაურში, მდინარე ჭოროხზე ჯომარდობისას სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1  ტურისტს ამ დრომდე ეძებენ.

ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან.