რუსთავში, ლესელიძის ქუჩაზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროცესში ჩართულია რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები ასევე მოხალისეები და წითელი ჯვარის რუსთავის ორგანიზაციის წარმომადგენლები.
2 ივნისის სტიქიის შედეგად, რუსთავში მარჯვენა სანაპირო თითქმის მთლიანად დაიტბორა.
ამ ეტაპზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტიქიის შედეგამ მიყენებულ ზარალს ითვლიან.