რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე, ტროტუარზე, გოგონა ჭაში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით ახალგაზრდები ტროტუარზე გადაადგილდებოდნენ რა და ამავდროულად ფოტოს იღებდნენ რა დროსაც ერთერთ გოგონას საკანალიზაციო ჭაში ფეხი ჩაუვარდა. აღსანიშნავია რომ ჭას სახურავი ეხურა თუმცა მის გარშემო ასფალტი დაზიანებულია და საკმაოდ ღრმა ორმოა. თვითმხილველები აცხადებენ რომ გოგონა მსუბუქად დაშავდა, თუმცა აღნიშნულ პერიმეტრზე მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება.
ადგილობრივები მერიის შესაბამისი სამსახურისგან დახმარებას ითხოვენ.