ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება
კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს - "ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 8 ივნისს, რუსთავში 13:00-დან 18:00 საათამდე ელ.ენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება მე-7 მიკრორაიონს.
შეზღუდვა შეეხება: გაგარინის, გარეჯის, ქაშაკაშვილის, სააკაძის, ბათუმის და მიმდებარე ქუჩებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.