შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი არასრულწლოვანი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 5 მაისს, ღამით, რუსთავში, მე-14 მიკრორაიონში მდებარე სასურსათო მაღაზიის ქურდობა განიზრახეს. მათ კარი დააზიანეს და როდესაც მაღაზიაში შეღწევას ცდილობდნენ, გამვლელმა შეამჩნია და პოლიციას აცნობა. არასრულწლოვნებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.
მოქალაქემ, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა, ითანამშრომლა გამოძიებასთან. მან გამოკითხვისას სამართალდამცველებს არასრულწლოვნების გარეგნობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, რის შედეგადაც, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ლ.ც. და ა.ჩ., დააკავეს.
ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ნახეთ ვიდეო