სამუშაოებს რუსთავსერვის ცენტრი აწარმოებს

2018-06-07 14:16:51

რუსთავში საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.

მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში ჟოლობები იცვლება. მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, "რუსთავსერვის ცენტრმა" მე-20 მიკრორაიონის #8 საცხოვრებელი კორპუსის ამორტიზებული წყლის საწრეტი მილი ახლით შეცვალა.
დაზიანებული ჟოლობების შეცვლა საცხოვრებელ კორპუსებში ეტაპობრივად მოხდება.