რუსთავის თეატრში "მხიარულთა და საზრიანთა გუნდები" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ფესტივალში რამდენიმე სკოლა იღებდა მონაწილეობას, ფინალურ ტურში კი 9 სკოლა მოხვდა. სცენაზე გამოვიდნენ შვიდი საჯარო სკოლის #7, #17, #20, #23 #24 #25, #26 და ორი კერძო სკოლის "ლამპარის" და "მილენიუმის" მოსწავლეები.
ჟიური 5 ადამიანისგან იყო დაკომპლექტებული, მათ შორის იყო ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა. საბოლოოდ გამარჯვება კერძო სკოლა ლამპარს ერგო, გუნდმა "რიკი-რიკი" ფულადი პრიზი 1000 ლარი მიიღო.
თამაშები ააიპ „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ ორგანიზებით და ააიპ „ქ. რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელშეწყობით“ ჩატარდა.