რუსთავში ქალთა სახლი დაფუძნდა.
ინიციატივა "ქალები სამართლიანობისათვის" ეკუთვნის. ქალთა სახლების მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების არაფორმალური განათლება, თვითმმართველობებში აქტიურობა, შეხვედრების მოწყობა და სხვა ღონისძიებები.
შეხვედრას, რომელიც დემოკრატიულ ცენტრში ჩატარდა, ესწრებოდნენ პარლამენტარები, რუსთავის მთავრობის წარმომადგენლები ასევე ორგანიზაცია"ქალები სამართლიანობისათვის“ დამფუძნებელი და რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელები.
ორგანიზაციის მხარდამჭერია ფრიდრიხ ებერტის განვითარების ფონდი. არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები სამართლიანობისთვის" დონორი ორგანიზაციების დახმარებით, ატარებს საქველმოქმედო აქციებს, ჩატარებული აქვს ტრენინგები: "ქალთა ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია", "საარჩევნო სისტემები და სახელმწიფო მოწყობა", "პოლიტიკური იდეოლოგიები ","შრომისა და ჯანდაცვის საკითხები“ და სხვა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები სამართლიანობისთვის" ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციაა, რომელსაც დღეს საქართველოს მასშტაბით 500 მდე "ქალთა სახლი" აქვს დაფუძნებული.