ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში კლასიკური მუსიკის კონკურსის "ვიოლინოს გასაღები 2018" -ის გალა კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში რუსთავის ხელოვნების სკოლა, ფოლკლორის სკოლა, რ. ლაღიძის სახელობის N3 სამუსიკო სკოლა, ჯ. კახიძის N4 სამუსიკო სკოლა, რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი და გარდაბნის სამუსიკო სკოლა მონაწილეობდა. კონცერტს მუსიკოსები, პედაგოგები და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რუსთავი კონკურს წელს მეოთხედ მასპინძლობს.