რუსთავის საკრებულოს ოპოზიცია: რუსთავს არ აქვს იმის ფუფუნება რომ თქვენ ევროპულ პიკნიკებზე იაროთ.
რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ნანა შატბერაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის საკრებულოს უმრავლესობის წევრები ლევან ონიანი, გიგა ჯღარკვა ასევე რუსთავის მერიის ქონების სამსახურის უფროსი პაატა პაპელიშვილი პოლონეთში, პიკნიკზე მიემგზავრებოდნენ. შატბერაშვილის განცხადებით რუსთავს არ აქვს იმის ფუფუნებს, რომ საკრებულოს წევრებმა ევროპულ პიკნიკებზე იარონ და ამისთვის თანხები ქალაქის ბიუჯეტიდან დახარჯონ. შატბერაშვილმა ლევან ონიანს არ შემდგარი ვიზიტის დეტალებზე ახსნა-განმარტებები კიდევ ერთხელ მოსთხოვა.
ნანა შატბერაშვილს ლევან ონიანმა უპასუხა და განაცხადა, რომ უცხოურ მხარეს ჩაშლილი ვიზიტის შესახებ ეცნობა და რუსთავის დელეგაციის მხრიდან ბოდიშიც იქნა მოხდილი. საკრებულოს თავმჯდომარემ ნაციონალური მოძრაობის წევრებს ის ვიზიტები გაახსენა როდესაც ონიანის განცხადებით, ისინი ფეხბურთელების შესარჩევად ბრაზილიაში მიემგზავრებოდნენ და ამისთვის ბიუჯეტის თანხებს იყენებდნენ.
საკრებულოს სხდომა ურთიერთბრალდებების ფონზე დასრულდა. ნახეთ ვიდეო