55 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

2018-06-06 14:46:02

ბორჯომში, ლტოლვილთა დასახლებაში 55 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

ოჯახის წევრის განცხადებით, თურქეთში აპირებდა წასვლას და ნოემბრის შემდეგ არ უნახავთ.

მეზობლებმა 112-ში მას შემდეგ დარეკეს, რაც უსიამოვნო სუნი იგრძნეს.

მათივე ინფორმაციით, ქალს გულის პრობლემები ჰქონდა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: 1tv