ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ საინფორმაციო კამპანია გახსნა, რომელიც სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ რეგიონის მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებას ითვალისწინებს.
შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში, მარიამ გვიდიანი, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კამპანიის მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია, იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს მათ.
შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებმა ამ მიმართულებით საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.
აღნიშნული საინფორმაციო კამპანია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ინიციატივითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპატარის მხარდაჭერით ხორციელდება.
საინფორმაციო შეხვედრები 11 ივნისიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს