რას აცხადებენ "სილქნეტში"

2018-06-05 21:57:24

რუსთაველების იმ ნაწილს ვინც კომპანია "სილქნეტი"-ს აბონენტია ინტერნეტი და ტელევიზია უკვე 2 საათია გათიშული აქვს.

"ინფო რუსთავი" კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ესაუბრა, სადაც განუცხადეს რომ - "თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე მოხდა სილქნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანება, რის გამოც რუსთავის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შეუფერხდა ინტერნეტის მიწოდება. აღდგენითი სამუშაოები ამჟამად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინტერნეტის მიწოდება აღდგება უახლოესი 2-3 საათის განმავლობაში."