საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის N8 საანგარიშო კონფერენცია.
დელეგატებმა ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს. 4 წლის ვადით აღნიშნულ თანამდებობას ლეილა გორგაძე დაიკავებს.
მოგვიანებით, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, დამსწრე საზოგადოებას, ჩატარებული მუშაობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
"ორგანიზაცია ორი მიმართულებით განვითარდა ერთერთია არჩევნები, სადაც რუსთავის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულები ირჩევენ თავმჯდომარეს და ამ პოსტზე ლეილა გორგაძე იქნა არჩეული . ასევე წარვადგინეთ 4 წლიანი მუშაობის შედეგები და დავსახეთ პრიორიტეტები. ჩვენმა ორგანიზაციამ სხვადასხვა უწყებებთან არაერთი ინიციატივა წარადგინა, რომელიც დაკმაყოფილდა"- განაცხადა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ
კონფერენციას 100-მდე დელეგატი ესწრებოდა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ქალაქის ხელმძღვანელი პირები.