რუსთავში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
"რუსთავსერვის ცენტრი"-ს თანამშრომლები მესხიშვილის, შარტავას, ტაშკენტის,ლეონიძის, ტურგენევის, ქუჩიშვილის, თოდრიას ჩიხებს და მიმდებარე ქუჩებს ასუფთავებენ. გაწმენდით სამუშაოებში მოსახლეობის გარკვეული ნაწილიც არის ჩართული.
2 ივნისის სტიქიის შედეგად ქალაქისთვის მიყენებულ ზარალს, რუსთავის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია დაითვლის.