რუსთავში 8 ობიექტი დაიხურა

2018-06-04 20:36:06

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავში სხვადასხვა ობიექტებზე მაისის თვეში ჩაატარა 14 გეგმიური და 8 არაგეგმიური შემოწმება. სწორედ ამ 8 არაგეგმიური შემოწმების დროს კრიტიკული შეუსაბამობით რვავე კვების ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ხოლო ხელახალი შემოწმების შემდგომ მათ ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს მუშაობა.

არსებული ინფორმაციით ობიექტებს შორის რომლებსაც საწარმო პროცესი შეუჩერდა 2 რესტორანი, 4 საშაურმე და 2 საცხობია. ბიზნეს ოპერატორები 1000 ლარით დაჯარიმდნენ. უწყებაში კომპანიების დასახელებისგან თავს იკავებენ.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში “ინფო რუსთავს” განუცხადეს - "ერთი თვის განმავლობაში არაგეგმიური შემოწმებების დროს რომ 8 კვების ობიექტი დახურულიყო მსგავსი სტატისტიკა რუსთავში ბოლო 30 წელია არ დაფიქსირებულა."