გუბერნიაში სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა, რომელიც სტიქიის შედეგად გამოკვეთილ პრობლემების იდენტიფიცირებაზე იმუშავებს. შეხვედრას გუბერნატორი მოადგილეებთან და ქალაქის მერთად ერთად დაესწრო, საუბარი შეეხო პრევენციულ ღონისძიებებსა და რისკებს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლობა ესწრებოდა.
“პრევენციის გზები უნდა იყოს მასშტაბური. გვქონდა გუბერნატორთან შეხვედრა, მივიღეთ გადაწვეტილება თუ რა გზებით უნდა მოვახდინოთ რეაგირება, რომ საერთოდ აღარ იყოს ეს პრობლემა ქალაქში. ორი დიდი პრობლემა, რამაც ქალაქი ასეთ მდომარეობაში ჩააგდო იდენტიფიცირებულია. გამოსწორდება ის ნაგებობა, რომელიც წყალს ატარებს, ხოლო მეორე პრობლემა იაღლუჯიდან ჩამოტანილი ღვარცობს უკავშირდება. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობას სანიაღვრე, ასევე მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი, რომელშიც ჩვენი ქალაქიც ჩაერთვება.“- განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ
“დღეს შეიკრიბეთ სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად და უახლოეს მომავალში მოხდება ამ მასშტაბური პრობლემის გადაწყვეტა. ძირითადი მიზეზი სტიქიისა გახდა სანიაღვრეები, რომლემაც ვერ დაიკავა წყალი, სწორედ ამაზე მიდის მოკვლევა და მიზეზების დადგენა. დღეს რამდენიმე საათში შეიქმნება კომისია, რომელიც ადგილზე გავა, შეიწავლის ზარალს და მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას.“- განაცხადა ჩვენთან საუბრისას გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ