მეტრო დაკეტილია

2018-06-04 09:06:00

მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მეტროსადგურში ჩასულ მგზავრებს წარწერა „მეტრო დაკეტილია, ისარგებლეთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ!" დახვდათ.

მემანქანეები გუშინ გაიფიცნენ. ისინი გლდანის დეპოში არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მემანქანეები ხელფასების 45% მომატებას ითხოვენ. 

თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს რომ - "არ დავუშვებ რომ თბილისის  მოსახლეობა დაზარალდეს შანტაჟის გამო."