თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ითხოვდნენ თუმცა მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს.
სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე წუთი გაგრძელდა, საბოლოოდ კი პოლიციელებმა უკან დაიხიეს და აქციის მონაწილეებმა მოახერხეს რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა.
არსებული ინფორმაციით პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავა.