როგორ მიმართა სარალიძემ აქციის მონაწილეებს

2018-06-03 16:41:53

ზაზა სარალიძე - „მთელი საქართველოს საყურადღებოდ! დღეს საღამოს დავინახავ აქ, რამდენი ადამიანი მოვა სამართლიანობის აღსადგენად. აქ ვუსმენ რაღაცებს, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ ვარ. თუ მე დავინახავ იმ ადამიანების გვერდში დგომას, ვინც ამბობდა, რომ შორს პოლიტიკა - აქ ველოდები 19:00 საათზე. ჩემთვის არ აქვს მნიშნელობა პოლიტიკას. პოლიტიკა არ არის ჩემი დაინტერესება. მთავრობის გადადგომას ვითხოვ, რადგან ეს სისტემა მათი შექმნილია. ამ მკვლელობას ხელისუფლება მფარველობდა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ერთი შოთაძე გადადგეს და მეორე მოვიდეს. დღესვე დააკავონ ის პირები, რომლებიც მე დავასახელე და სახლში მივდივარ“.