ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის და მსოფლიო თასის მფლობელის თემო ყაზარაშვილის სახელობის 21-ე საერთაშორისო ტურნირს ქიმიკოსთა სპორტულმა კომპლექსმა უმასპინძლა. ჩემპიონატში საქართველოს, თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის და ყაზახეთის 169 მონაწლე ასპარეზობდა. სხვადასხვა წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. ტურნირის საუკეთესო მოჭიდავე, კი თემო ყაზარაშვილის სახელობის თასით დასაჩუქრდა.