თოდრიას ქუჩის მესამე ჩიხსა და 21-ე მიკრო რაიონის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია მეორე დღეა არ მიეწოდება. მიზეზი უხვი ნალექის გამო მიწისქვეშა კაბელების დაზიანება გახდა. როგორც “ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განაცხადეს დილიდან ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფი და ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღუდგებათ აბონენტებს.