რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა "ინფო რუსთავის მიერ დასმულ კითხვაზე "როგორ და როდის მოხდება ზარალის ანაზღაურება", უპასუხა - "მთავარი არის რომ მსხვერპლი არ გვაქვს, გვაქვს გარკვეული მატერიალური ზარალი. შეიქმნება შესაბამისი კომისია, კომისიის წევრები იქნებიან სპეციალისტები, რომლებიც დაითვლიან ზარალს, აქ არის თავისი პარამეტრები, თავისი მეთოდიკა, შესაბამისად მოხდება ზარალის აღრიცხვა და დათვლა. ასე რომ არცერთი მოსახლე ვინც დღეს დაზარალდა, სულ პატარა ზარალიც კი რაც მიადგა უკმაყოფილო არ იქნება. ეს არის სტადარტული პროცედურა და ყველაფერი იქნება გამჭვირვალედ".