რუსთავის ნაწილს ელ.ენერგია არ მიეწოდება

2018-06-02 16:37:14

რუსთავის მოსახლეობის 35%-ს ელ.ენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

როგორც ინფო რუსთავს "ენერგო პრო ჯორჯია"-ში განუცხადეს, აბონენტებისთვის ელ.ენერგიის მიწოდება ეტაპობრივად მოხდება.

"რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელ.ენერგია ავარიულად გაეთიშა, მიზეზი უხვი ნალექი გახდა რამაც ელ.ენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ელ.ენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები და და უახლოესი ერთი საათის განმავლობაში დარჩენილი აბონენტების ენერგომომარაგებით უზრუნველყოფა მოხდება"-განაცხადეს "ენერგო პრო ჯორჯიაში"