რუსთავში, დემეტრე თავდადებულის სახელობის ტაძრის მშენებლობა დასრულდა, თუმცა ჯერ არ დასრულებულა მამათა სამონასტრო კოპლექსის მშენებლობა.
დღეს მონასტრი მეუფე იოანემ აკურთხა, რის შემდეგაც ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. წირვას ქალაქის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.
რაც შეეხება სამონასტრო კომპლექსს, რომელიც რუსთავის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს - ტერიტორიაზე სატრაპეზო, კელიები, ბიბლიოთეკა და ხატწერის ოთახები მოეწყობა.
მამათა მონასტრის მშენებლობა გასული წლის მაისში დაიწყო და მას ხელმძღვანელობას იღუმენი დანიელი (მაისურაძე) უწევს.