მკვლელობას მცირეწლოვანი ბავშვი შეესწრო

2018-06-01 16:10:28

მოქმედმა პოლიციელმა ახალგაზრდა ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები მიაყენა, მისი ყოფილი ქმარი კი მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას მცირეწლოვანი ბავშვიც შეესწრო. დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია პოლიციელი ა.ჭ. როგორც მეზობლები აცხადებენ, მკვლელობას საპატრულო პოლიციაც შეესწრო.

შემთხვევა თბილისში, წერეთლის გამზირზე მოხდა.