ბავშვთა დღის აღნიშვნას რუსთავიც შეუერთდა

2018-06-01 13:43:56

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რუსთავში ბავშვებისთვის მთელი რიგი ღონისძიებები დაიგეგმა.

ბავშვთა დღის აღნიშვნა რუსთავში, მერიის მიერ ინიცირებული ღონისძიებებით დაიწყო, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულელებში გაიმართა. ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ პატარებს მათი დღე მიულოცა და საზეიმო ღონისძიებებში პატარებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა ყველა ფილიალს სიმბოლურად სახელები მიანიჭეს.

ინფო რუსთავი კიდევ ერთხელ გთავაზობთ იმ ლოკაციებს, სადაც 1 ივნისს გასართობი ღონისძიებები გაიმართება:

14:00 სთ. - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრს ეწვევიან ქალაქის ხელმძღვანელები, მიიყვანენ ანიმატორებს, რომლებიც გაართობენ ბავშვებს,ასევე მიუტანენ საჩუქრებსა და ტორტს

15:00 სთ. -  კულტურისა და დასვენების პარკში, დაიწყება მოსწავლეების ნახატების გამოფენა, გამოფენის თითოეული  მონაწილე მიიღებს საჩუქრად ფერად ფანქრებსა და სახატავ რვეულებს. აქვე მოეწყობა ასფალტზე ცარცით ხატვა.

15:30 სთ. - დაიწყება ორიგინალური მასტერკლასი, პლასტელინებით გამოძერწავენ სხვადასხვა ფიგურებს, ამავე პერიოდში დაიწყება მხიარული სტარტები, სკოლებისს და მათი მშობლების ჩართულობით. თითო სკოლიდან თითო ოჯახი მიიღებს მონაწილეობას მხიარულ სტარტებში მონაწეილე ოჯახები მიიღებენ სიმბოლურ მედლებს ,,სუპერ ოჯახი“.

16:00 სთ. - ანიმატორები ბავშვებთან ერთად მოაწყობენ მხიარულ შოუს.

16:50 სთ. - გაიმართება ილუზიონისტის შოუ.(ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორია)

16:30 სთ. - ბაღის აღსაზრდელების ოჯახები, ჩაერთვებიან მხიარულ სტარტებში.

18:00 სთ - სპექტაკლი "ოქროს წიწილა"  ამავე პერიოდში გაიმართება ილუზიონისტის შოუ.

19:00 სთ. - ფოლადის სტადიონზე მუნიციპალიტეტებს შორის გაიმართება საფინალო მატჩი ფეხბურთში. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა თასი.

19:20 სთ. ფოიერვერკი და ფერადი ბუშტების თაღი

20:00 სთ. - რუსთავის თეატრში სპექტაკლი "ჯადოსნური ზღაპარი"