ქალაქის მერსა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ,,გლობალ სერვის +“-ს შორის დღეს ხელშეკრულებას ოფიციალურად მოეწერა ხელი.
შპს ,,გლობალ სერვის +“ ქალაქ რუსთავში რჩეულიშვილის ქუჩა N18-ში, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულის შენობის მოწყობის სამუშაოებს შეასრულებს. პროექტის საბოლოო ღირებულება 156 254 ლარს შეადგენს. სატენდერო პირობების თანახმად , კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან, 150 კალენდარული დღის განმავლობაში ( 27 ოქტომბრის ჩათვლით) უნდა უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოები.