ბრიფინგი პროკურატურაში

2018-05-31 15:05:13

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან. ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობას არ გამორიცხავს.

"მე არაფერს არ გამოვრიცხავ. ეს პროცესი გაგრძელდება და ის საგამოძიებო მოქმედებები, რაზეც ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ ჩასატარებელია, ჩვენ მზად ვართ ჩავატაროთ“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.