თეო ძაგნიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს და წერს - "ესაა ბუნებასთან ჭიდილი!!!! დეველოპერებმა კოეფიციენტის ზრდაზე იფიქრეთ მხოლოდ!! ზედა მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცეს! ამ ქალაქში აღარ დაგვედგომება?????!!!!!!!!"
შემთხვევა დღეს დილით მთაწმინდაზე, ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა, ცნობილია რომ ტერიტორიაზე სასტუმრო შემდება. თბილისის მერმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მოადგილე უკვე დაავალა საკითხის შესწავლა და მოითხოვა დაიბარონ სამუშაოების მწარმოებელი კომპანია და დოკუმენტაციას კიდევ ერთხელ გადახედონ. ნახეთ ვიდეო.