ცენტრალურ პარკში ტრენაჟორების მოსაწყობად რუსთავის მერიამ შესაბამისი საჭირო საპროექტო-სახარჯთაღვრიცხო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის გამზადების შემდეგ გახდება ცნობილი რა თანხა იქნება საჭირო სპორტული სივრცის მოსაწყობად, რის შემდეგაც მერია უკვე სამუშაოების შესასრულებლად გამოაცხადებს ტენდერს.