რუსთავის ბაღში ქალი დაიწვა

2018-05-30 22:51:48

რუსთავის #33 ბაგა-ბაღის მზარეული დილით დაიწვა. არსებული ინფორმაციით მზარეულმა ჩაისთვის ადუღებული წყალი შემთხვევით გადაისხა.

"ინფო რუსთავი" რუსტთავის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ეკა ხუციშვილს ესაუბრა რომელმაც განაცხადა რომ - "მზარეული საუზმეს ამზადებდა რა დროსაც შემთხვევით წყალი გადაესხა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი და დაშავებული კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს. აღმოჩნდა რომ ჩვენმა თანამშრომელმა პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო".

60 წლამდე ქალს კლინიკაში დაზიანებული ადგილი დაუმუშავეს და ბინაზე გაწერეს.