რა პირობებში მუშაოებენ მუშები

2018-05-30 18:29:08

"არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, დავინტერესდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ზედამხედველობა არის ძალიან მაღალი სტანდარტის. ჩვენ გვყავს უცხოელი ზედამხედველი აყვანილი, რომელსაც ევალება  მათ შორის როგორც უსაფრთხოება ასევე დანარჩენი მიმართულებით ზედამხედველობა. მეც დავინტერესდები, თუმცა ქვე კონტრაქტორს უნდა ვკითხოთ, რომელიც აშენებს თუ არის იქ რაიმე პრობლემები"- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა"ინფო რუსთავი"-ს ჟურნალისტს, მუშების სამუშაო პირობებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუშებს რომელიც აღნიშნულ ობიექტის მშენებლობაზე არიან დასაქმებულები ცუდ პირობებში უწევთ მუშაობა.