გარდაბნში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური აშენდება
"გარდაბნის თბოელექტროსადგური 2-ის" მშენებლობის მიმდინარეობას პრემიერ-მინისტრი გაეცნო.
"ჩვენ ყველა ვხედავთ, თუ როგორ აქტიურად ვითარდება ენერგო-სექტორში გენერაციის მიმართულება. დაახლოებით, სულ რაღაც ერთი წლის წინ ექსპლუატაციაში შევიდა პირველი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ" „საპარტნიორო ფონდთან" ერთად დააფინანსა და „საპარტნიორო ფონდმა" ეს პროექტი წარმატებით დაასრულა. დღეს, უკვე, მიმდინარეობს მეორე ასეთი ტიპის ობიექტის მშენებლობა, რომელიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გარდაბანში განაცხადა სადაც კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის - "გარდაბნის თბოსადგური 2-ის" მშენებლობა მიმდინარეობს.
კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური, 230 მგვტ-იანი თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2019-2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება. მშენებლობას სრულად სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" აფინანსებს.
სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია "China Tianchen Engineering Corporation" (TCC) შეასრულებს, რომელიც საერთაშორისო საინჟინრო პროექტებით 30 ქვეყანას მოიცავს.