ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით 2 მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას გულისხმობს.