დაუწესდება თუ არა შეზღუდვები საქალაქო ტრანსპორტს

2018-05-30 10:47:29

საქალაქთაშორისო ტრანპორტს შესაძლოა დედაქალაქში გადაადგილება შეეზღუდოს.

აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერიაში უკვე მუშაობენ და ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევა, რის მიხედვითაც დადგინდება მგზავრთა ნაკადის განსაზღვრა და ასევე ის დეტალები თუ რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას თუ საქალაქო ტრანსპორტი დედაქალაქში გადაადგილებას ვერ შეძლებს.

იმ შემთხვევაში თუ პროექტზე მუშაობის დროს გამოიკვეთა დადებითი ტენდენციები, მაშინ რუსთაველებს მოუწევთ რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები სავარაუდოდ ორთაჭალაში არსებულ სადგურამდე მიიყვანენ მგზავრებს, იქიდან კი მათ მოუწევთ რომ შიდასაქალაქო ტრანსპორტით ისარგებლონ.