ორი ავარია მოხდა ერთიდაიგივე დროს ქალაქის სხვადასხვა ადგილზე. რუსთაველისა და სუმგაითელ-მეტალურგთა ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს "მერსედესი"-ს და "ბეემვე"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მეგობრობის გამზირზეც, სადაც ერთმანეთს "ჰონდა"-ს და "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.
ორივე შემთხვევის დროს ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.