ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯინბას ადმინისტრაცია იუწყება რომ სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა სცნო.
"ორი სახელმწიფო, საელჩოების დახმარებით დაიწყებს დიპლომატიურ ურთიერთობას, რომელიც მათი ქვეყნების საერთო განვითარების გეგმას შეიმუშავებს. ამ საკითხე საკმაოდ დიდი სამუშაოები გასწია როგორც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისე რუსეთის ფედერაციამ, რის შემდეგაც აფხაზეთმა და სირიამ მჭიდრო ურთიერთობა დაამყარეს. უახლოეს პერიოდში შედგება შესაბამისი კომუნიკე.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ სირიის მთავრობის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმას, იმედს ვიქონიებთ რომ ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობები უფრო გაღრმავდება" - ინფორმაციას
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე წაიკითხავთ.