ააიპ “რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ“ 4-5 წლიანი ასაკის ბავშვების განაცხადების მიღება ჩარიცხვასთან დაკავშირებით უკვე დაიწყო. განაცხადის გაკეთება მშობლისთვის 1 ივნისის ჩათვლით, ქალაქის მერიის პირველ სართულზე იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპზე სულ 600-მდე ვაკანსია არის გამოცხადებული. როგორც ჩვენთან საუბრისას რუსთავის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განაცხადა, "რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება" ყველა 4-5 წლიან ასაკის ბავშვს მიიღებს, საღმზრდელო დაწესებულების გარეშე არავინ დარჩება, რადგან თითქმის ქალაქის ყველა ბაღს აქვს ვაკანტური ადგილი აღნიშნული ასაკის ბავშვების მისაღებად.
რაც შეეხება 2-3 და 3-4 წლიანებისთვის რეგისტრაციას “რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება“ 15 ივნისს ელექტრონული სახით დაიწყებს. ხოლო ვაკანტური ადგილების სია დაახლოებით 1 კვირით ადრე , მას შემდეგ გახდება ცნობილი რაც პრივილეგირებული ბავშვები (მრავალშვილიანები, ობოლი, მარტოხელა დედის, პატიმარი მშობლების შვილები) ჩაირიცხებიან სააღმზრდელო დაწესებულებებში.