ქურდობის ფაქტი ქაშაკაშვილის ქუჩაზე

2018-05-27 13:08:48

რუსთავში, ქაშაკაშვილის ქუჩაზე "თიბისი ფეის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს.

ტერმინალი მაღაზია "ზღაპართან" იყო განთავსებული. მიმდებარე კორპუსში მცხოვრებლების განცხადებით, დაზიანებული იყო აპარატის სეიფი საიდანაც თანხა იყო წარებული. მოსახლეობის განცხადებით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი მუშაობდა, რომლებმაც სწრაფი ჩარიცხის აპარატი მოხსნეს და სავარაუდოდ განყოფილებაში გადაიტანეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ქურდობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსთავში, რამდენიმე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს.