ფოტოზე გადატანილი 100 წლის წინანდელი ისტორია

2018-05-26 11:05:00

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსთავში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

26 მაისის აღნიშვნა რუსთავში, ქალაქის მერის, ირაკლი ტაბაღუას ახალგაზრდებთან შეხვედრით დაიწყო. რუსთავის პირველი პირი ახალგაზრდებს პირამიდის სივრცეში შეხვდა, სადაც მან საჯარო ლექცია თემაზე - საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიიდან წაიკითხა.

საიუბილეო თარიღის ფარგლებში, გამოფენაც მოეწყო. დამთვალიერებელმა ფოტოზე გადატანილი ერთი საუკუნის წინანდელი ისტორია ნახა.

ცენტრალური პარკის ჩასასვლელთან, კი სამხედრო ტექნიკა გამოიფინა, რომელის დათვალიერებაც დაინტერესებულ პირებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლება.