რუსთავში ე.წ "ხიშნიკი" მძღოლები მომრავლდნენ

2018-05-20 14:30:58

რუსთავი - თბილისის მარშრუტზე ე.წ ხიშნიკი მძღოლები მომრავლდნენ.

ინტერტრანსში დასაქმებული მძღოლები ამბობენ ,რომ ე.წ ხიშნიკი(მტაცებელ) მძღოლებს  "ბე" კატეგორიის მართვის მოწმობით (ჩვეულებრივი მართვის მოწმობა) გადაჰყავთ მგზავრები ისე, რომ მგზავრის გადაყვანის არანაირი უნარ-ჩვევა და უფლება არ აქვთ. მათ კანონით ეკრძალებათ 8 და მეტი მგზავრის გადაყვანა, მაგრამ ამას კლიენტების აყვანის მიზნით აკეთებენ ("დე" კატეგორია უნდა ჰქონდეთ), ხდება გზაზე გადასწრება, რასაც იმ სტანდარტების დარღვევამდე მივყავართ, საგზაო უსაფრთხოება რომ ჰქვია.მგზავრებს იტაცებენ და გზებზე კატასტროფულად მძიმე სიტუაციებს ქმნიან.

სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული მძღოლები აცხადებენ, რომ  გარდა მოსაკრებლისა, მათ ყოველდღიური გეგმიური თანხაც აქვთ კომპანიაში შესატანი. ე.წ ხიშნიკი მძღოლების მომრავლება კი კომპანიაში დასაქმებულ მძღოლებს სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უქმნის.

რუსთავი - თბილისის ხაზზე დასაქმებული მძღოლები განმარტავენ, რომ საქალაქთაშორისო საზოგადოებრივ ტრანსპორტში ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია, რომელიც  შესაბამისი სამსახურების მხრიდან დროულ რეაგირებას საჭიროებს.