სოფელ ველისციხესთან მომხდარი ავარიის შედეგად 26 წლის მამაკაცი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, მაზდას მარკის ავტომობილი მოცურდა და ხეს დაეჯახა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მძღოლი, მრავლობითი დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულს გადადუდებელი ქირურგული ოპერაცია ამ წუთებში უტარდება.
ავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო.
წყარო: PIA