ტელეკომპანია "რუსთავი2"-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საპატრიარქოს განცხადებას განცხადებით პასუხობს - „საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ ბოდიშის მოხდაც არ გვიჭირს, შეცდომების აღიარებაც არ გვიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ვითარებაში სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ არც საბოდიშო არაფერი გვაქვს და არც შეცდომა არ დაგვიშვია. ძალიან სამწუხაროა თუ ვინმეს პირადი გრძნობები შეილახა, ეს არ ყოფილა მიზანი, მიუხედავად ამისა, ამის გამო ვწუხვარ, მაგრამ არავითარ ბოდიშს არ იმსახურებს ამ წერილის გამომქვეყნებელი ორგანიზაცია, შავრაზმული, ქვეყნის და ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი დაჯგუფება ადამიანებისა, რომლებიც პირდაპირ აღვივებენ შუღლს ადამიანებს შორის და ებრძვიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას“.
დღეს დაახლოებით 18 საათზე საქართველოს საპატრიარქომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.