რუსთავში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა. კომპანია "ენერგო პრო"-ში აცხადებენ რომ ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა მათი მიზეზით არ მომხდარა. "ინფო რუსთავი" საქართველოს ელექტროსისტემას დაუკავშირდა სადაც განაცხადეს რომ - "მოხდა ელექტრო სისტემის ავარიული გათიშვა. მიმდინარეობს სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება მაქსიმალურად მოკლე ვადაში აღუდგება ქალაქს".