ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-05-24 18:17:59

25 მაისს, რუსთავის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება: მშენებელთა ქუჩას, მარის არხის დასახლებას, კალინინოს ქუჩას, ასევე ფიროსმანისა და მის მიმდებარე ქუჩებს.

განცხადების საფუძველზე რომელსაც კომპანია ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებს წერია, რომ  ელ.ენერგია 15:22 საათიდან 15:45 საათამდე იქნება შეზღუდული.

მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომლის დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.