ბენზინგასამართ სადგურებთან ცეცხლი გაჩნდა

2018-05-24 17:27:31

მე-7 მიკრო რაიონში „მოდუსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურების გვერდით ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ხმელ ბალახს წაეკიდა. შემთხვევის დროს ბენზინმზიდები ტერიტორიიდან გაიყვანეს.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს. ხანძრის დროს რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრის ტერიტორაზე ხმელი ბალახი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ნახეთ ვიდეო