გაჭირვებული ოჯახები საქართველოში

2018-05-20 13:46:42

უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების სტატისტიკა საქართველოს მასშტაბით

ბოლო მონაცემებით, ფულად სოციალურ დახმარებას ქვეყნის მასშტაბით 132 016 ოჯახი იღებს. მათ შორის, 37 812 კი უკიდერუსი სიღატაკის ზღვარს მიღმაა. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არც საცხოვრებლად და არც გამოსაკვებად ელემენტარული პირობები არ გააჩნია.
უღარიბესი მოსახლეობის წილით თბილისი ლიდერობს. აქ ფულადი სოციალური დახმარების მიმღები 30 628 ოჯახი ცხოვრობს. მეორე ადგილზე იმერეთია 19 014 ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახით. შემდეგი კი სამეგრელო-ზემო სვანეთია, სადაც სოციალურ შემწეობას ყოველთვიურად14 326 ოჯახი იღებს.

სხვა რეგიონების მიხედვით კი სურათი ასე გამოიყურება:

კახეთი - 14 736 უღარიბესი ოჯახი
შიდა ქართლი - 13 384 უღარიბესი ოჯახი
ქვემო ქართლი - 12 558 უღარიბესი ოჯახი
აჭარა - 8 726 უღარიბესი ოჯახი
მცხეთა მთიანეთი - 5 278 უღარიბესი ოჯახი
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 5 338 უღარიბესი ოჯახი
გურია - 4 698 უღარიბესი ოჯახი
სამცხე ჯავახეთი - 3 300 უღარიბესი ოჯახი