მოხუცები თეატრში და სპექტაკლი მოხუცებზე

2018-05-23 21:30:01

რუსთავის თეატრს მერის ინიციატივით მოხუცთა თავშესაფრის ხანდაზმულები ესტუმრნენ. ირაკლი ტაბაღუამ მოხუცებს 1 თვის წინ დადებული დაპირება შეუსრულა და "ქსენონის" ბინადრები სპექტაკლზე წაიყვანა.

სპექტაკლის შინაარსიც სწორედ თავშესაფარში მყოფ მოხუცებზეა. სოსო ნემსაძის სპექტაკლი "კვარტეტი" 4 ადამიანზეა რომლებიც სიცოცხლის ბოლო დღეებს მოხუცთა თავშესაფარში ატარებენ.